ვირტუალური აქტივის გაყიდვა Gate io-დან
გაანაღდე ვირტუალური აქტივი Gate.io-ს კრიპტო საფულიდან და დაზოგე ბლოკჩეინ საკომისიო
თანხის მიღების მეთოდები: საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი, MyProfile ბალანსი
იმისათვის, რომ თანხა MyProfile-ის ბალანსზე მიიღო გაიარე რეგისტრაცია და ვერიფიკაცია MyProfile APP-ში, რის შემდეგაც თუ თანხის მიღების მეთოდად MyProfile-ის აირჩევ თანხას ბალანსზე ავტომატურად მიიღებ.
რეგისტრაცია და ვერიფიკაცია
იმისათვის, რომ coinet.ge გამოყენება შეძლო, უსაფრთხოებისთვის აუცილებელია ვერიფიკაცია. გაითვალისწინე, რომ თუ ვერიფიკაციას არ დაასრულებ ანგარიში არ შეინახება.
ორდერის შექმნა
აირჩიე ვირტუალური აქტივის გაყიდვა Gate Pay-ით, შეიყვანე რაოდენობა, თანხის მიღების მეთოდი და დაადასტურე
შეიყვანე ანგარიშის ნომერი
შეიყვანე ანგარიშის ნომერი, სადაც გსურს თანხის მიღება და დაადასტურე. იმ შემთხვევაში თუ MyProfile-ის აირჩევ თანხა ავტომატურად ჩაგერიცხება MyProfile-ის ბალანსზე
ვირტუალური აქტივის გაგზავნა - Gate Pay
დაასკანერე ორდერში არსებული Gate Pay-ის კრიპტო გადახდების QR კოდი ან გააგრძელე გადახდა არსებული მოწყობილობით. დაადასტურე კრიპტოს გადახდა, რის შემდეგაც თანხას მითითებულ ანგარიშზე მიიღებ

